პრეზიდენტი - არ არსებობს ქართველი, რომელიც არ გაბრაზდება, როცა გრძნობს, რომ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა ხელიდან ეცლება და რუსეთში ვბრუნდებით, მეც არ მომწონს პიროტექნიკა - რატომ გააბრაზეთ ხალხი?

პიროტექნიკა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს, მესმის, მაგრამ ეს ხომ არ არის პრობლემა? - "ჯარები" ვნახეთ, როგორ მოდიოდნენ ხალხზე, დასდევდნენ მეტროში , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "პირველ არხთან" ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, დემონსტრაციები არის მშვიდობიანი.

„ნანახი მაქვს არაერთი დემონსტრაცია სხვადასხვა ქვეყანაში. აქციის მონაწილეები, რომლებიც არცერთ მანქანას არ ერჩიან, არცერთ მაღაზიის შუშებს არ ამტვრევენ, გამოდიან მშვიდობიანად, ოჯახებით, ცეკვავენ, მღერიან, ვნახეთ ზაფხულის აქციებიც. რატომ შეიცვალა ეს? ხომ ვერ მეტყვით? ვინ გამოიყვანა ეს „რობოკოპები“? ვინ გააბრაზა ხალხი? რატომ გააბრაზეთ ხალხი. არ არსებობს ქართველი, რომელიც არ გაბრაზდება, რომელიც უცებ გრძნობს, რომ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა ხელიდან ეცლება და რუსეთში ვბრუნდებით, არ არსებობს. მეც არ მომწონს პიროტექნიკა. მეშინია ყოველთვის, თუნდაც ახალ წელს, რამდენი რამ ხდება, შუა ქალაქში ვცხოვრობ, ვხედავ ჩემ ირგვლივ და მეშინია ზოგჯერ. ასე რომ პიროტექნიკა რომ საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს, მესმის. მაგრამ ეს ხომ არ არის პრობლემა? ჯარები ვნახეთ, როგორ მოდიოდნენ ხალხზე, როგორ დასდევენ მეტროშიც. როგორ შედიან სახლებში, როგორ არ აცდიან, რომ ხალხი სახლში დაბრუნდეს. არ ვიცი ქვეყანა, სადაც ასეთი მშვიდობიანია აქცია. უცხოელი ჟურნალისტები არიან ჩამოსულები და კითხეთ, რომელ ქვეყანაში უნახავთ ასეთი მშვიდობიანი, ასეთი, ზოგჯერ მაინც, ლაღი დემონსტრაციები? ძალიან იშვიათია. დიპლომატი ვიყავი და ძალიან ბევრი ქვეყანა მაქვს მოვლილი და ბევრი პროტესტი მაქვს ნანახი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს