სერგეი ლავროვი - რუსეთს აშშ-სთან ომი არ სურს - შესაძლოა, ამ ომს  ბირთვული ხასიათი ჰქონდეს

რუსეთის ფედერაცია არ ფიქრობს შეერთებულ შტატებთან ომზე, ასეთი ომი შეიძლება ბირთვული ხასიათის იყოს, მოსკოვისთვის მთავარია თავიდან აიცილოს ეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ არ ვფიქრობთ ომზე შეერთებულ შტატებთან, რომელიც შეიძლება ბირთვული ხასიათის იყოს. ჩვენი სამხედრო დოქტრინა ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ბირთვული ომის თავიდან აცილება“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, 2022 წლის იანვარში რუსეთის ფედერაციამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის (რუსეთი, ჩინეთი, აშშ, საფრანგეთი, ბრიტანეთი) ლიდერების ერთობლივი განცხადების ინიციირება განახორციელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ქვეყნები ყველაფერს გააკეთებენ, რათა თავიდან აიცილონ დაპირისპირება, აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის ინტერესებს და უსაფრთხოებას.

”მაგრამ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები სრულიად უგულებელყვეს, როდესაც მათ უარყვეს (დაახლოებით ამავე დროს) ჩვენი ქვეყნის წინადადება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულების დადების შესახებ. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ჩვენ არავისთან ომი არ გვინდა“, - დასძინა ლავროვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე