სერგეი ლავროვი უკრაინასთან ომის დასრულების პირობებზე - არანაირი ნატო, არანაირი სამხედრო ბაზები, სამხედრო წვრთნები უკრაინის მიწაზე უცხოური ჯარების მონაწილეობით

რუსეთში ბევრს სურს, რომ სანქციების გაუქმება უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პირობა გახდეს, მაგრამ რუსეთის ფედერაციაში გავაცნობიერეთ, რომ სჯობს, საკუთარ თავს დავეყრდნოთ და განვავითაროთ თანამშრომლობის მექანიზმები ნორმალურ ქვეყნებთან, რომლებიც ეკონომიკურ ინტერესებსა და პოლიტიკას ერთმანეთში არ ურევენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთში ბევრს სურს ეს პირობა დაიდოს. მაგრამ მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტს ვცხოვრობთ ამ სანქციების ქვეშ, მით უფრო მეტად ვაცნობიერებთ, რომ სჯობს საკუთარ თავს დავეყრდნოთ და განვავითაროთ მექანიზმები, პლატფორმები თანამშრომლობისთვის „ნორმალურ“ ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენთვის მეგობრულნი არიან და არ ეკონომიკურ ინტერესებსა და ურთიერთობებს, განსაკუთრებით პოლიტიკას, ერთმანეთში არ ურევენ“, - განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, მისი თქმით, რომ რუსეთი დათანხმდება უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას იმ პირობებით, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააჟღერა.

„არანაირი ნატო, არანაირი სამხედრო ბაზები, სამხედრო წვრთნები უკრაინის მიწაზე უცხოური ჯარების მონაწილეობით. საჭიროა რეალობის გათვალისწინება „ადგილზე“ და ეს არა მხოლოდ კონტაქტის ხაზია, არამედ ცვლილებები რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში რეფერენდუმის შემდეგ. ახლა ისინი უკვე რუსეთის შემადგენლობაში არიან ჩვენი კონსტიტუციით - ეს არის რეალობა“, - დასძინა ლავროვმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის