ევროპარლამენტარი თიის როიტენი - მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველებს, ეს ნიშნავს სანქციებს „ქართული ოცნების“ ლიდერების და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ახალ, სამართლიან არჩევნებს

ყოველ საღამოს, ყოველ ღამით ათასობით ქართველი ქუჩებში გამოდის დემოკრატიის დასაცავად, საკუთარი ევროპული მომავლის დასაცავად, - ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა მანიპულირებული, რუსეთის ძლიერი ზეგავლენით ჩატარებული არჩევნების გზით.

„ის რუსეთის და უზომოდ მდიდარი ოლიგარქის ზეგავლენის ქვეშაა. მათ გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან ქართველთა 80 პროცენტზე მეტის ნების საწინააღმდეგოდ. ოფიციალურ შედეგებამდე და ეგზიტპოლებამდეც კი, იყო მილოცვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მხრიდან. ისინი არც კი ცდილობენ, არჩევნების გაყალბება დამალონ“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით.

„მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველებს. ეს ნიშნავს სანქციებს „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ, ახალ, სამართლიან არჩევნებს, უნდა შეწყდეს ძალადობა დემონსტრანტების, აქტივისტების, ჟურნალისტების წინააღმდეგ, დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, - აცხადებს ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო