შალვა პაპუაშვილი - ვიხილეთ, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ძალადობას მშვიდობას ეძახის - ასეთი მშვიდობიანი აქცია ჰქონდეთ ყოველ დღე საკუთარ დედაქალაქებში, თუკი ეს არის მშვიდობა

ვიხილეთ, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ძალადობას მშვიდობას ეძახის - ასეთი მშვიდობა ჰქონდეთ ყოველ დღე საკუთარ დედაქალაქებში, თუკი ეს არის მშვიდობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ქვების, „მოლოტოვის კოქტეილის“, პიროტექნიკის ადამიანებისთვის დამიზნებით სროლას რომ ევროპელები მშვიდობას და მშვიდობიან აქციას უწოდებენ, სირცხვილია.

„ჩართონ ქართული ტელევიზიები, მათთვისაც ხელმისაწვდომია. შეუძლიათ ნახონ ვიდეოები, ან პირდაპირი ეთერითაც უყურონ, რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე, როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს. ზოგიერთი ტელევიზია მაშხალების სროლას უწოდებდა რაღაც „ფერად ანცობას“, მე მგონი. იცით, რომ 140 პოლიციელი დაზიანდა ამ დროს. ამ ყველაფერს - ქვების, „მოლოტოვის კოქტეილის“, პიროტექნიკის ადამიანებისთვის დამიზნებით სროლას, მათ შორის, „პირველი არხის“ ოპერატორის მისამართით, ევროპელები რომ უწოდებენ მშვიდობას და მშვიდობიან აქციას, არის სირცხვილი. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რამდენად უცხოელი აქტორი ზოგიერთი რამდენად არის აცილებული რეალობას და რამდენად სურს ზოგიერთს, რომ ქართველ ხალხის საკუთარი არჩევანი წაართვან და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო