შალვა პაპუაშვილი - ვდგავართ არჩევანის წინაშე, რისკენ უნდა მივისწრაფოდეთ? - ევროპარლამენტის სიცრუით გაჟღენთილი რეზოლუციებისკენ, თუ ეუთო/ოდირის დასკვნისა ან სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტისკენ - ჩვენ ვირჩევთ სტრასბურგს

მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მშვიდობა, სტაბილურობა, ევროპული მომავალი და ქვეყნის გამთლიანება. სამწუხაროდ, რევანშისტული და რადიკალური ძალები არათუ ქვეყნის და სახელმწიფოს, თავიანთი ამომრჩევლის ნდობასაც აცრუებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს ღირსეულად, მშვიდობიანად და კეთილდღეობით.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, სწორედ ეს გზავნილი განასხვავებს „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას ოპოზიციის უშინაარსო, ყალბად ემოციური და ხმაურიანი კამპანიისგან.

„ბოლო დღეების მოვლენების ფონზე, ძალადობრივი პროტესტის ხმაურში ჩაიკარგა ჩვენი ხალხის მთავარი გზავნილი, რომელსაც მოსახლეობამ ხმა მისცა არჩევნებზე - საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს ღირსეულად, მშვიდობიანად და კეთილდღეობით. სწორედ ეს გზავნილი განასხვავებს ჩვენს საგარეო პოლიტიკას ოპოზიციის უშინაარსო, ყალბად ემოციური და ხმაურიანი კამპანიისგან. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს ხალხს არ მოუსმენია არც ერთი შინაარსიანი გზავნილი, არც ერთი აზრიანი მოწოდება, არც ერთი გონიერი წინადადება იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას, გახდეს ევროპის ნაწილი ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა. ძალადობის ხმაურში ასევე ჩაიკარგა ევროპის პასუხი ჩვენს მოვლენებზე. როდესაც ოპოზიციის რუპორი ტელევიზიები დაჟინებით აშუქებდნენ ზოგიერთი მიკერძოებული ევროპელი პოლიტიკოსის პათეტიკურ მოწოდებებს, ევროპის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტებისგან მომდინარე გზავნილები სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. ვხედავთ, რომ არსებობს საკუთარ მერკანტილურ ინტერესებზე მოწყობილი, ევროპას შეფარებული ძალები და არსებობს ის ინსტიტუტები, რომლებიც არ ექვემდებარებიან კონიუნქტურას, ლაპარაკობენ სიმართლეს, იცავენ ჭეშმარიტების ფასეულობას. ჩვენ კი ვდგავართ არჩევანის წინაშე, რისკენ უნდა მივისწრაფოდეთ? ევროპარლამენტის ზოგიერთი ოდიოზური დეპუტატის მიერ შედგენილი სიცრუით გაჟღენთილი რეზოლუციებისკენ, რომლითაც ხან სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ და ხან კეზერაშვილის გამართლებას, თუ ისეთი ინსტიტუციების გადაწყვეტილებებისაკენ, როგორიცაა ეუთო/ოდირის საარჩევნო დასკვნა ან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვერდიქტი, ამჯერად კეზერაშვილის გასამტყუნებლად. სურათი ნათელია. ჩვენ ვირჩევთ სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც ვინ მოსთვლის უკვე მერამდენედ ამოწმებს ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვირჩევთ შეფასებებს, რომლებიც მიუკერძოებლად კეთდება ეუთოს მისიის მხრიდან საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ჩვენი ოპონენტები კი გმობენ ყველაფერს, სიმართლეს სიცრუედ გვასაღებენ, ნებისმიერ განზრახვას კი, რაც ქვეყანას ძირს გამოუთხრის, ვნებით უჭერენ მხარს.

ჩვენ მოხარული ვართ ქართველი ამომრჩევლის, რომლებმაც დაინახეს ჩვენი არჩევანი, გვენდვნენ და მხარი დაგვიჭირეს. ამ ნდობას ჩვენ არ გავაცრუებთ. ჩვენ დღევანდელ დღემდე და მომავალშიც შევეცდებით დავანახოთ ოპოზიციურ ამომრჩეველს ჩვენი სიმართლე, რათა მათ შეძლონ და შეადარონ იმ უმსგავსო და უპასუხისმგებლო საქციელს, რასაც სჩადის მათ მიერ არჩეული პარტიები. მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მშვიდობა, სტაბილურობა, ევროპული მომავალი და ქვეყნის გამთლიანება. სამწუხაროდ, რევანშისტული და რადიკალური ძალები არათუ ქვეყნის და სახელმწიფოს, თავიანთი ამომრჩევლის ნდობასაც აცრუებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს