შალვა პაპუაშვილი - საკმარისი დრო გავიდა და საკმარისი მოვლენები დატრიალდა იმისათვის, რომ ემოციები ჩაცხრეს, ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს

მიმდინარე დღეებში ვხედავთ სასოწარკვეთილ მცდელობას, იქნებ ამ უკანასკნელ ჯერზე მაინც შეძლონ და ამოატრიალონ ქვეყანა. ეს არც გამოვიდა და ვერც გამოვა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე პროტესტს არ აქვს არავითარი შინაარსი.

„მიმდინარე დღეებში ჩვენ ვხედავთ სწორედ ასეთ სასოწარკვეთილ მცდელობას, იქნებ ამ უკანასკნელ ჯერზე მაინც შეძლონ და ამოატრიალონ ქვეყანა. ეს არც გამოვიდა და ვერც გამოვა. ვფიქრობთ, რომ საკმარისი დრო გავიდა და საკმარისი მოვლენები დატრიალდა იმისათვის, რომ ემოციები ჩაცხრეს, ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს, ისევე როგორც კონსტიტუციურ ჩარჩოში უნდა დაბრუნდნენ პოლიტიკური პარტიებიც და მათი მხარდამჭერებიც.

მიმდინარე პროტესტს არ აქვს არავითარი შინაარსი. ამიტომაც, არ მოგვისმენია გამოსვლები, ამიტომაც გაექცნენ დებატებს, ამიტომაც ამჯობინეს ხმაური საუბარს. აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ვერავინ ახერხებს თქვას და დაასახელოს კონკრეტული და ხელშესახები ფაქტორი, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს, ხოლო ხელისუფლება უარს ამბობს. ყველამ ვიცით, რომ ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა მხოლოდ 2030 წელს გაჩნდება. ჩვენ გეგმა სწორედ ამ თარიღზეა მიმართული. მოლაპარაკებების გახსნა ევროპული სტრუქტურების ხელშია. საქართველო ყველაზე მეტად იმსახურებს და ყველაზე მეტად მზადაა პროცესის დასაწყებად. გაგვიხსნიან, მივიღებთ, ხელს მოვაწერთ და შევასრულებთ.

თუმცა ბოლო პერიოდში კარგად გამოჩნდა ის, რაც მანამდეც ნათელი იყო, რომ ჩვენ ჩვენს ევროპულ გზაზე ხელოვნური ბარიერები გვექმნება. სწორედ ამის დამადასტურებელია საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით იმედგაცრუებული ზოგიერთი უცხოელი სუბიექტების მცდელობა არ მიიღონ ქართველი ხალხის არჩევანი. მიუხედავად არჩევნებამდე მკაფიოდ ნათქვამისა, რომ არჩევნების შეფასებისას ყველა იხელმძღვანელებდა ეუთო/ოდირის დასკვნით, ვხედავთ, თუ როგორ ხდება არათუ ამ დასკვნის წაყრუება, არამედ ეუთო/ოდირის მისიაზე თავდასხმაც კი. ეს, რა თქმა უნდა, ამყარებს ეჭვს, რომ ზოგიერთი სუბიექტი თავიდანვე ერთი გეგმით მოქმედებდა: ან ხელისუფლებაში ბრუნდება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, ან ხდება არჩევნების ჩაშლა და ქართველი ხალხისთვის არჩევანის წართმევა. ამის ნიშნებს ჩვენ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიისას ვხედავდით, რომელიც არნახული საგარეო ჩარევის ფონზე მიმდინარეობდა.

თუმცა არც ამ გეგმას უწერია აღსრულება. საქართველოში არჩევნები შედგა, ყველა პარტიამ მიიღო ხმების ის რაოდენობა, რაც მიიღო, საქართველო ევროპული ოჯახის წევრია და ის იმსახურებს პატივისცემით, ღირსეულად და თანასწორად მოპყრობას. ჩვენ, როგორც ჭეშმარიტად ძირძველი ევროპული კულტურის მქონე ქვეყანა, გავაგრძელებთ იმგვარ ცივილურ ქმედებას, როგორც შეგვეფერება. ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე და არა ვინმესთვის თავის მოწონებაზე“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი