შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციაზე რომ იყოს, სანქციები კი არა, სხვა ქვეყანას ტანკებს შემოაყვანინებდნენ იმისთვის, რომ ძალაუფლება არადემოკრატიული გზით ხელში რამენაირად ჩაეგდოთ

ოპოზიციაზე რომ იყოს, სანქციები კი არა, სხვა ქვეყანას ტანკებს შემოაყვანინებდნენ იმისთვის, რომ ძალაუფლება არადემოკრატიული გზით ხელში რამენაირად ჩაეგდოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას მაშხალები, „საარტილერიო ცეცხლი ჰქონდა გახსნილი ქართველი პოლიციელებისა და სპეცრაზმელების წინააღმდეგ“.

„ოპოზიციაზე რომ იყოს, სანქციები კი არა, სხვა ქვეყანას ტანკებს შემოაყვანინებდნენ იმისთვის, რომ ძალაუფლება არადემოკრატიული გზით ხელში რამენაირად ჩაეგდოთ. სხვადასხვა ქვეყნისა თუ პოლიტიკოსის ხელში ე.წ. სანქციები დღეს პოპულარული გახდა. მგონი ზოგიერთი ამ ე.წ. სანქციებით გაერთო და ქვეყნებში ხელისუფლების არადემოკრატიული გზით ცვლილების სხვა ძალადობრივი მეთოდები ჩაანაცვლა. ზუსტად ამისთვის გამოიყენება დღეს ასეთი ზეწოლის მეთოდები. ოპოზიციას რაც შეეხება, სანქციები კია არა, ტანკებს შემოუძღვებოდნენ. 100 წლის წინ ბოლშევიკებმა რაც გააკეთეს, იმავეს გააკეთებდნენ. დღეს ხომ სინამდვილეში ჩვენი ოპოზიციის სახით ნეობოლშევიკებს ვუყურებთ, მეთოდები იგივეა. ძალადობრივი პოლიტიკური იდეოლოგია, რაც მათ აქვთ, საქართველოში 100 წლის წინანდელი ვითარება მეორდება. ვხედავთ ნეობოლშევიკებს, რომლებიც ან ფიზიკურად ძალადობენ, თუკი ამის საშუალება აქვთ, ხელისუფლებაში ყოფნისასაც ასე იყვნენ, სახელმწიფო ძალას იყენებდნენ ძალადობისთვის, ახლა ვხედავთ მაშხალები, საარტილერიო ცეცხლი ჰქონდათ გახსნილი ქართველი პოლიციელებისა და სპეცრაზმელების წინააღმდეგ. იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც 2008 წელს ომში იბრძოდნენ, საოკუპაციო ხაზთან პატრულირებენ. ამ ხალხს ქართველმა ოპოზიციამ მაშხალების საარტილერიო ცეცხლი ესროლა. რა არიან ისინი თუ არა ნეობოლშევიკები. როცა ძალადობის საშუალება აღარ აქვთ, მას შემდეგ რაც პოლიციამ მათი საარტილერიო ცეცხლის მარაგები ამოიღო და ძირითადი ორგანიზატორები დააკავა, უკვე სიტყვიერ და მორალურ ძალადობაზე გადავიდნენ. სუფთა ბოლშევიკური მეთოდებია. სამარცხვინოა, ამ დონეზე რომ დაეშვა პოლიტიკოსებისა და მათი მხარდამჭერების ეს ნაწილი, რომ მიდიან, ატერორებენ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს ბოლშევიკური მეთოდებით. ამას აკეთებენ ევროპის სახელით. ასეთ ევროპას უთხრა უარი ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე, როცა თქვა, რომ ძალადობა და ტერორი ჩვენი ხალხისთვის არ ნიშნავს ევროპას. ეს უნდა ზუსტად ოპოზიციას, რომ ქართველ ხალხს მიასაღოს ძალადობა და ტერორი, როგორც ევროპა. სამწუხაროდ, მათ ზოგიერთ უცხოელ მფარველსაც ეს უნდა. ვხედავთ მათ განცხადებებს ამ მაშხალების სროლას, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, ქვების სროლას, რომ იწონებენ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის