შალვა პაპუაშვილი - მხოლოდ რამდენიმე ინციდენტია, სადაც შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ შესაძლოა, მოხდა ძალის გადამეტება - 2-3 ადამიანის მხრიდან ჭარბი ძალის გამოყენება ვინმეს აძლევს უფლებას, რომ ქართული პოლიცია ტერორის ქვეშ მოაქციონ?!

მხოლოდ რამდენიმე ინციდენტი არის, სადაც შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ შესაძლოა, მოხდა ძალის გადამეტება, ეს აჩვენებს თუ რამდენად პროფესიონალურად მოქმედებდნენ ჩვენი საპოლიციო დანაყოფები - 2-3 ადამიანის მხრიდან ჭარბი ძალის გამოყენება ვინმეს აძლევს რაიმე უფლებას, რომ ქართული პოლიცია ტერორის ქვეშ მოაქციონ?! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ძალადობრივი აქციის შეწყვეტა და მართვა არის ერთ-ერთ ურთულესი საპოლიციო ღონისძიება. როდესაც სპეციალური საშუალების გამოყენებით, რა თქმა უნდა, ძალის გამოყენებით, იმიტომ რომ ერთადერთი, სახელმწიფოს აქვს ზუსტად, ლეგიტიმური უფლება ძალის გამოყენებისა, ხდება აქციის დაშლა, რა თქმა უნდა, სადაც ხდება ძალის გამოყენება, იქ არის რისკი, რომ მოხდება ძალის ჭარბი გამოყენება. ეს ჭარბი გამოყენება არის, რა თქმა უნდა, გადაცდომაა უკვე იმ ადამიანის მხრიდან, ვინც ამ ძალას ჭარბად იყენებს. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ინციდენტი, მათ შორის, ღია ეთერში. თქვენ ახსენეთ გურამ როგავას შემთხვევა, სხვა შემთხვევაც. ვიხილეთ რამდენიმე ინციდენტი, სადაც აშკარად ჩანს, რომ მოხდა ძალის გადამეტება და თავისთავად ეს შემთხვევები ამიტომაც არის შემდეგ გამოძიების საგანი, რომ დადგინდეს რა მოხდა, რა ვითარება იყო, ვინ ჩაიდინა ეს ყველაფერი და შესაბამისი რეაქცია გვქონდეს, თუმცა, მე მგონი, ისიც ფაქტია, რომ ეს იყო ცალკეული ინციდენტი.

აქციას ვაკვირდებოდით და რიგ შემთხვევაში მედია უფრო ჭარბობდა ამა თუ იმ ლოკაციაზე, ვიდრე აქციის მონაწილე და ფაქტობრივად, ლამის, ფილმის გადაღების სივრცედ იქცა იმ მომენტში რუსთაველის გამზირი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სამართალდამცველების გადაცდომებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს.

„ჩვენ ამისთვის ცალკე გვყავს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც ამ საკითხს იძიებს, ყველაფერს მოიკვლევს, დაადგენს და ყველგან, სადაც გამოჩნდება დანაშაული, შესაბამისად იქნება ამაზე რეაქცია და დასჯა. მიუხედავად იმისა, ვინ არის ეს ადამიანი, არის სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი, თუ მოქალაქე, რომელიც ძალადობას ჩადის,“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა მან სპეცრაზმელების ვინაობის შესახებ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.

„რაც შეეხება სიების დადებას და იდენტიფიცირებას. ყველა რომ ჩუმად არის პერსონალურ ინფორმაციებზე და ასეთ მსუბუქ საკითხებზე უკვე აღარავინ არაფერს ამბობს, მაგრამ როდესაც იმ სპეცრაზმელის იდენტიფიცირების მცდელობები არის, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან დგანან, რას შვრებიან ისინი თუ არა, რომ ისინი აბარებენ მტრის თუ კრიმინალის ხელში ამა თუ იმ პოლიციელს. 2-3 ადამიანის მხრიდან ჭარბი ძალის გამოყენება ვინმეს აძლევს რაიმე უფლებას, რომ ქართული პოლიცია ტერორის ქვეშ მოაქციონ?! მით უმეტეს, ქართველი პოლიციელების ოჯახის წევრები ტერორის ქვეშ ჰყავდეთ?!,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს