შალვა პაპუაშვილი - მიმდინარე პროტესტი საბაბი იყო იმ ლუსტრაციის გამოსავლენად, რომელიც ოპოზიციას არჩევნებში დამარცხების გამო აქვს - ერთადერთი, რაც აწუხებთ, არჩევნებია - როგორც კი დადუმდა პიროტექნიკა ამ საკითხს დაუბრუნდნენ

ბოლო დღეებში მიმდინარე პროტესტის თემა იყო უბრალოდ საბაბი, იმ ლუსტრაციის გამოსავლენად, რომელიც ოპოზიციას არჩევნებში დამარცხების გამო აქვს. ეს არის საბაბი და არანაირი შინაარსი არ აქვს, ამიტომ გაექცნენ დებატებს. ერთადერთი სათქმელი და ერთადერთი საკითხი, რაც მათ აწუხებთ არის არჩევნები. როგორც კი დადუმდა პიროტექნიკა დაუბრუნდნენ არჩევნების საკითხს. ამიტომ არ ჰქონდათ მიკროფონი და სცენა, ამიტომ არ ჰქონდათ მიმართვები“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიციას სალაპარაკო არაფერი აქვს და ახლა საზოგადოების ემოციებზე წამოგების მცდელობა აქვთ.

„სალაპარაკო ევროპასთან ინტეგრაციის თემაზე არაფერი აქვთ. ეს არის საბაბი იმისთვის, რომ საზოგადოება რაღაც ემოციებზე წამოაგონ. ეს ადამიანები ყოველთვის საბაბს ეძებენ, რომ საზოგადოების რაღაც ემოციურ ძარღვს შეეხონ, რომ ისინი აღაშფოთონ, მაგრამ როცა ეს ემოციები ცხრება მერე ყველა აცნობიერებს, თავად ის მოქალაქეებიც, რომლებსაც პროტესტის გრძნობა ჰქონდათ, რომ პროტესტის საფუძველი არ არსებობს.

რა თქმა უნდა, ოპოზიცია ეცდება ხალხის აღსაშფოთებლად სხვადასხვა თემა გამოიყენოს. ეს მათ მიერ გამომჟღავნებული მავნებლობაა, მათში არაფერი ევროპული არ არის, ისინი ქვისა და მაშხალების დამიზნებით სროლას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილსა და დემოკრატიის უარყოფას ევროპას ეძახიან.

200-ზე მეტი კანონი მივიღეთ, რომელიც ევროინტეგრაციას ემსახურებოდა, როდესაც ოპოზიციამ სესიების ნახევარი გააცდინა და რას აკეთებენ ცალკე და როგორ უთხრიდნენ ძირს, ჩვენ სახელმწიფოს ეს ცალკე საკითხია. ოქტომბერში რომ ევროკომისიის ანგარში გამოქვეყნდა 35 მიმართულებიდან, 20-ში პროგრესი გვაქვს, რომ ამბობენ რომ უკუსვლაა, რანაირად, როცა პროგრესია?

ჩვენ, ჩვენი მხრიდან მივყვებით ასოცირების ხელშეკრულებას, არავის მივცემთ უფლებას, რომ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენოს.

ქართველ ხალხს არ ჩავაყენებთ იმ მდგომარეობაში, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ იარაღად აქციოს მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო