სებ-ში საბანკო და არასაბანკო საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან საგადახდო მიმართულებით მიმდინარე პროექტების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში საბანკო და არასაბანკო საფინანსო სექტორებთან, საგადახდო მიმართულებით მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) განახლებისა და მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვის ფარგლებში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნულ ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრა სიტყვით სებ-ის ვიცეპრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ გახსნა, რომელმაც მონაწილეებს საგადახდო მიმართულების პროექტების ფარგლებში მოსალოდნელ ცვლილებებზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკი საგადახდო სისტემებზე წვდომას არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერებსაც მისცემს.

„არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის საგადახდო სისტემებზე წვდომა, გაზრდის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს ინოვაციური საგადახდო პროდუქტების დანერგვას. ჩვენს მიერ ორგანიზებული პრეზენტაციებისა და ტრენინგების სერია კი მიზნად ისახავს ახალი სუბიექტების მომზადებას საგადახდო სისტემაში ჩასართავად. პრეზენტაციები დაეთმობა როგორც საკანონმდებლო ასპექტებს, ასევე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საგადახდო სისტემების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, საბანკო სექტორის გამოცდილება იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით გაუზიარეს, რაც საგადახდო ანგარიშების გახსნასა და სრულფასოვან მომსახურებას უკავშირდება, კერძოდ ისაუბრეს საერთაშორისო საბანკო ანგარიშის (IBAN) ფორმატის შესახებ, ასევე პროვაიდერებისთვის ახალ ვალდებულებებზე, რაც საინკასო დავალებების მართვას შეეხება.

უწყების ცნობით, შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოსაზრებები გამოეთქვათ ახალ ტექნოლოგიურ გამოწვევებთან და მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე