სასამართლო პროცესზე, შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიამ შსს-ს წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა და საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიამ შსს- წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა და საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.

მისივე განმარტებით, დაკავება განხორციელდა, რადგან ქმედებამ განგრძობადი ხასიათი მიიღო.

აღნიშნულს დაცვის მხარე არ ეთანხმება. ადვოკატ ბექა კვინიკაძის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი უკანონოდაა შედგენილი და მთელ რიგ დარღვევებს ჰქონდა ადგილი.

შსს-ს წარმომადგენლებს კითხვით მიმართა ნიკა გვარამიამ. „პოლიციელმა რა მოთხოვნაც არ უნდა წაუყენოს მოქალაქეს, იმის გამო რომ მას ფორმა აცვია, კანონიერია?“- ჰკითხა გვარამიამ შსს-ს წარმომადგენელს, რომელმაც უარყოფითი პასუხი გასცა.

აღნიშნულის შემდეგ გვარამიამ განაცხადა, როცა საკუთრებაში არსებულ შენობაში საპროცესო მოქმედება მიმდინარეობს, მისი მოთხოვნა კანონიერია, რადგან ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვს, ხოლო როცა პოლიციელი მის განხორციელებას უზღუდავს, მისი მოთხოვნა უკანონო ხდება.

„როგორ დაადგინეთ, რომ პოლიციელის მოთხოვნა კანონიერი იყო?",- იკითხა გვარამიამ, რაზეც შსს-ს წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ის „ადგილზე მიბრძანდა, სადაც საპროცესო მოქმედება მიმდინარეობდა, დასწრება მოითხოვა, თუმცა, მისი ჩართულობის აუცილებლობა იქ არ ყოფილა".

გვარამიამ ასევე იკითხა, იყო თუ არა დაკითხვის ოთახში კამერა, რაზეც შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს მისთვის ცნობილი არაა.

„სრულ ჭკუაზე მყოფი მპასუხობთ, რომ ეს არ იცით? იმედია, ის პოლიციაც კი, ვისთვისაც მუშაობთ, სამსახურიდან გაგიშვებთ",- განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა