ირაკლი კობახიძე - არაერთხელ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ კანონის მთელი სიმკაცრით ვიმოქმედებდით, მგონი, სერიოზულად ვერ აღიქვეს ეს განაცხადი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი სრულად აღმოიფხვრას

არაერთხელ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ ვიმოქმედებდით კანონის მთელი სიმკაცრით. მგონი, მაინცდამაინც სერიოზულად ვერ აღიქვეს ჩვენი ეს განაცხადი - ამ ქვეყანაში, არასდროს, არავინ უნდა გაიფიქროს მაიდნის მოწყობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი სრულად აღმოიფხვრას.

„ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ გამოვლინდეს უკვე ჩადენილი დანაშაულები, კანონდარღვევები და მომავალში ვიზრუნოთ შესაბამისი სამართალდარღვევებისა და კანონდარღვევების პრევენციისთვის. ყველა ზომა იქნება ამისთვის მიღებული. არაერთხელ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ ვიმოქმედებდით კანონის მთელი სიმკაცრით. მგონი, მაინცდამაინც სერიოზულად ვერ აღიქვეს ჩვენი ეს განაცხადი. მათ შორის, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენი მიდგომა იყო შედარებით უფრო ლოიალური. შარშან გახსოვთ, ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს და ერთი კაცი იყო დაჭერილი, ისიც მალევე შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა. წელს გაზაფხულზე, ასევე ძალიან მძიმე ძალადობას ჰქონდა ადგილი, სისტემურ უხეშ ძალადობას და მხოლოდ 6 კაცი იყო დაჭერილი, იქიდან ერთს შეეფარდა სასჯელი და ისიც შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა. როგორც ჩანს, ამან კონკრეტული ადამიანები შეაგულიანა. რა თქმა უნდა, ასე არ შეიძლება გაგრძელება. კანონის მთელი სიმკაცრით, ყველა კანონდარღვევას გაეცემა პასუხი და ეს არის ამ ყველაფრის გამოვლინება. ამას აქვს, მათ შორის, პირველ რიგში, პრევენციული მიზანი, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში, არასდროს, არავინ გაიფიქროს მაიდნის მოწყობა, ბუნებრივია, ჩვენ მივიღებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი სრულად აღმოიფხვრას. თქვენ იცით, რომ ასეთ რადიკალურ და ექსტრემისტულ იდეოლოგიებს აქვს სიცოცხლის უნარიანობის საკმაოდ დიდი რესურსი. სიმსივნესავითაა, თუ ბოლომდე არ ამოიძირკვება, მაშინვე თავს გაიცოცხლებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ლიბერალური ფაშიზმი სრულად გავანულოთ. ამისთვის კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში ყველა ინსტრუმენტი გამოიყენება. ყველა სფეროდან უნდა აღმოიფხვრას ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც უბრალოდ ანგრევს ადამიანების ფსიქიკას. მინდა ახალგაზრდების მშობლებს მოვუწოდო, რომ საკუთარი შვილები მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ირაკლი კობახიძე - არაერთხელ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ კანონის მთელი სიმკაცრით ვიმოქმედებდით, მგონი, სერიოზულად ვერ აღიქვეს ეს განაცხადი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი სრულად აღმოიფხვრას

არაერთხელ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ ვიმოქმედებდით კანონის მთელი სიმკაცრით. მგონი, მაინცდამაინც სერიოზულად ვერ აღიქვეს ჩვენი ეს განაცხადი - ამ ქვეყანაში, არასდროს, არავინ უნდა გაიფიქროს მაიდნის მოწყობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი სრულად აღმოიფხვრას.

„ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ გამოვლინდეს უკვე ჩადენილი დანაშაულები, კანონდარღვევები და მომავალში ვიზრუნოთ შესაბამისი სამართალდარღვევებისა და კანონდარღვევების პრევენციისთვის. ყველა ზომა იქნება ამისთვის მიღებული. არაერთხელ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ ვიმოქმედებდით კანონის მთელი სიმკაცრით. მგონი, მაინცდამაინც სერიოზულად ვერ აღიქვეს ჩვენი ეს განაცხადი. მათ შორის, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენი მიდგომა იყო შედარებით უფრო ლოიალური. შარშან გახსოვთ, ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს და ერთი კაცი იყო დაჭერილი, ისიც მალევე შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა. წელს გაზაფხულზე, ასევე ძალიან მძიმე ძალადობას ჰქონდა ადგილი, სისტემურ უხეშ ძალადობას და მხოლოდ 6 კაცი იყო დაჭერილი, იქიდან ერთს შეეფარდა სასჯელი და ისიც შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა. როგორც ჩანს, ამან კონკრეტული ადამიანები შეაგულიანა. რა თქმა უნდა, ასე არ შეიძლება გაგრძელება. კანონის მთელი სიმკაცრით, ყველა კანონდარღვევას გაეცემა პასუხი და ეს არის ამ ყველაფრის გამოვლინება. ამას აქვს, მათ შორის, პირველ რიგში, პრევენციული მიზანი, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში, არასდროს, არავინ გაიფიქროს მაიდნის მოწყობა, ბუნებრივია, ჩვენ მივიღებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი სრულად აღმოიფხვრას. თქვენ იცით, რომ ასეთ რადიკალურ და ექსტრემისტულ იდეოლოგიებს აქვს სიცოცხლის უნარიანობის საკმაოდ დიდი რესურსი. სიმსივნესავითაა, თუ ბოლომდე არ ამოიძირკვება, მაშინვე თავს გაიცოცხლებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ლიბერალური ფაშიზმი სრულად გავანულოთ. ამისთვის კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში ყველა ინსტრუმენტი გამოიყენება. ყველა სფეროდან უნდა აღმოიფხვრას ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც უბრალოდ ანგრევს ადამიანების ფსიქიკას. მინდა ახალგაზრდების მშობლებს მოვუწოდო, რომ საკუთარი შვილები მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის