ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე - ის არის უცხოური აგენტი, რასაც ჩასძახებენ, ის უნდა ამოსძახოს - პირდაპირ ხელყოფენ მის ღირსებას

ალომე ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, რომ როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს მანდატებზე, ამით უარყოფს დემოკრატიის პრინციპს და საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს და ახლა თავად მოუწოდებს იმავე ოპოზიციას, რომ არ ისარგებლონ მანდატებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, ეს იმის მანიშნებელია, როგორ ხელყოფენ აგენტების ღირსებას პატრონები.

„მას აიძულებენ, ილაპარაკონ ისეთი რამ, რისი სრულიად საპირისპიროც აქვს ნათქვამი ოთხი წლით ადრე. ის არის ჩვეულებრივად უცხოური აგენტი, რასაც ჩასძახებენ, ის უნდა ამოსძახოს. რასაც დაავალებენ, ის უნდა გააკეთოს. პირდაპირ ხელყოფენ მის ღირსებას. როცა უწევს საკუთარი პოზიციის კარდინალურად შეცვლა, ეს არის მისი ღირსებისთვის დამამცირებელი, თუმცა მას სხვა გზა უბრალოდ არ აქვს. რამდენიმე წლის წინ ხელი მოაწერა შეთანხმებას, გახდა უცხოური აგენტი, რასაც ავალებენ, იმას აკეთებს“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს