ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე - ის არის უცხოური აგენტი, რასაც ჩასძახებენ, ის უნდა ამოსძახოს - პირდაპირ ხელყოფენ მის ღირსებას

სალომე ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, რომ როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს მანდატებზე, ამით უარყოფს დემოკრატიის პრინციპს და საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს და ახლა თავად მოუწოდებს იმავე ოპოზიციას, რომ არ ისარგებლონ მანდატებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, ეს იმის მანიშნებელია, როგორ ხელყოფენ აგენტების ღირსებას პატრონები.

„მას აიძულებენ, ილაპარაკონ ისეთი რამ, რისი სრულიად საპირისპიროც აქვს ნათქვამი ოთხი წლით ადრე. ის არის ჩვეულებრივად უცხოური აგენტი, რასაც ჩასძახებენ, ის უნდა ამოსძახოს. რასაც დაავალებენ, ის უნდა გააკეთოს. პირდაპირ ხელყოფენ მის ღირსებას. როცა უწევს საკუთარი პოზიციის კარდინალურად შეცვლა, ეს არის მისი ღირსებისთვის დამამცირებელი, თუმცა მას სხვა გზა უბრალოდ არ აქვს. რამდენიმე წლის წინ ხელი მოაწერა შეთანხმებას, გახდა უცხოური აგენტი, რასაც ავალებენ, იმას აკეთებს“, - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის