მნიშვნელოვანია ეს რეესტრი, ვინაიდან ჩვენ შევქმნით იმ პირობას, რომ აღნიშნული ინფორმაციების დამუშავების შემდეგ ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდეს. ერთი მხრივ, დაზარებულებს შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ და მეორე მხრივ, მოძალადეების მიმართ, ეს იქნება გამომძიებლები, მოსამართლეები თუ სხვა პირები, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, შესაბამისი სამართლებრივი თუ სხვა სახის რეაგირება დაიწყოს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილ რეესტრთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ბოლო პერიოდში აქციების მიმდინარეობისას შსს-ს თანამშრომლების მიერ დაზარალებული მოქალაქეებისა და შსს-ს მოძალადე თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია განთავსდება.
მისი თქმით, რეესტრში მოხვედრილი ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, ყველა მოძალადე პოლიციელების იდენტიფიცირება მოხდება.
„რეესტრის შექმნის მიმართულებით დაწყებულია მუშობა, რომელიც არამხოლოდ დაზარალებულების რეესტრს გულისხმობს, იმის შესახებ თუ რა სახის წამება და არაადამიანური მოპყრობა განხორციელდა დაკავებულების მიმართ, არამედ იმ პირების რეესტრს, რომლებმაც აქციის მონაწილეების მიმართ იძალადა. მნიშვნელოვანია ყველა მოძალადემ იცოდეს, რომ მათი იდენტიფიცირება და მათ შესახებ ინფორმაციის შეგროვება მოხდება, ასევე ყველა დაზარებული, ვისზეც როგორც დახურულ სივრცეში, იზოლატორში, ან კონკრეტულ განყოფილებებში მიყვანის შემდეგ არაადამიანური მოპყრობა და ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდა, ყველას აღმოუჩნდება შესაბამისი დახმარება და შეგროვდება შესაბამისი ინფორმაცია.
მნიშვნელოვანია ეს რეესტრი, ვინაიდან ჩვენ შევქმნით იმ პირობას, რომ აღნიშნული ინფორმაციების დამუშავების შემდეგ ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდეს. ერთი მხრივ, დაზარებულებს შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ და მეორე მხრივ, მოძალადეები, ეს იქნება გამომძიებლები, მოსამართლეები თუ სხვა პირები მათი იდენტიფიცირების შემდეგ, მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი თუ სხვა სახის რეაგირება დაიწყოს.
პერიოდულად ამ ადამიანების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით და ყველას ეცოდინება, თუ რეჟიმის შედეგად ვინ არის დაზარებული და ასევე ვინ არიან ის მოძალადეები, რომლებიც ამ ადამიანებზე იძალადეს“,- განაცხადა თენგო თევზაძემ.
ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პატიების წევრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც რეესტრის შექმნის მიზნებზე ისაუბრეს. მათი თქმით, რეესტრის მთავარი ამოცანა, აქციებზე დაზარებული მოქალაქეებისა და მოძალადე პოლიციელების შესახებ ინფორმაციის მოგროვებაა. შეგროვებულ ინფორმაციას კი დაზარალებული აქციის მონაწილეების დასახმარებლად და შსს-ს მოძალადე თანამშრომელთა პასუხისგებაში მიცემისთვის გამოიყენებენ.