ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმის პროკურორი ყველა მათგანის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმის პროკურორი ყველა მათგანის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

სახელმწიფო ბრალმდებელი ვაჟა თოდუა აცხადებს, რომ დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფუძველი არსებობს.

პროკურორის მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილ ვიდეოკადრებით ნათლად ჩანს თითოეული ბრალდებულის განხორციელებული ქმედება.

მათ შორის თოდუას თქმით, ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის მოწოდებას დაკავებულები სოციალურ ქსელის მეშვეობითაც ახდენდნენ.

დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატები პროკურორს კითხვებით ამ წუთებშიც მიმართავენ, თუ კონკრეტულად რა მოქმედებები განახორციელეს ბრალდებულებმა.

ვეფხია კასრაძის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ პროკურორს კითხვით მიმართა. "კალაძემ ძვლებში დაგამტვრევთო, თქვა, ეს დანაშაულია თუ არა? ფრთხილად გაეცით პასუხი, შეიძლება მერე კალაძესაც პრობლემები შეექმნას",- განაცხადა კოჟორიძემ, რაზეც პროკურორმა ვაჟა თოდუამ უპასუხა, რომ დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში ედებათ ბრალი, ისინი სხვა პირთა ქონების დაზიანებას, სხვა ძალადობრივ ქმედებებს გეგმავდნენ, რისი დამადასტურებელი ჩანაწერებიც საქმეში წარმოდგენილია".

დაკავებულები - ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და გიორგი გიორგაძე დუმილის უფლებით სარგებლობენ.

ბრალდებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ცნობისთვის, მიმდინარე აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს დაკავებულია 13 პირი.

ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი.

ასევე, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე