ნიკა გვარამიას ადვოკატი - ვიყავი არა სასამართლო სხდომაზე, არამედ მონაწილეობის მიღება მიწევდა სპექტაკლში, რომელშიც მონაწილეობდნენ „ომონის“ წარმომადგენლები, მოსამართლის მანტიაში ჩაცმული პირი კი ასრულებდა ვითომ მოსამართლის როლს

ვიყავი არა სასამართლო სხდომაზე, არამედ მონაწილეობის მიღება მიწევდა სამწუხაროდ, სპექტაკლში, სადაც სამწუხაროდ, როლები იყო განაწილებული. სპექტაკლში მონაწილეობდნენ „ომონის“ წარმომადგენლები, მოსამართლის მანტიაში ჩაცმული პირი ასრულებდა ვითომ მოსამართლის როლს და ჩვენც გვიწევდა ნიკა გვარამიას ინტერესების დაცვა, - ასე აფასებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელზეც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერ ნიკა გვარამიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ადვოკატის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე გაასაჩივრებს, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. მეუხერხულება, როცა ამას ვამბობ, მაგრამ ამ ქვეყანაში სიტყვებმა: „სასამართლო“ და „სამართალდამცავი“ ფასი დაკარგა, რადგან სამართალდამრღვევებად სწორედ ეს ორი სისტემა იქცა. ეს ორი სისტემა ემსახურება რუს ოლიგარქს, ამ ორი სისტემის მეშვეობით ივანიშვილი ცდილობს ამ ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებას.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილებაში სასამართლომ თქვა, რომ ნიკა გვარამიამ არ შეასრულა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა და ამის გამო შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, 12 დღით. ცხადია, უამრავი დარღვევა იყო, როგორც პროცედურული, ისე შინაარსობრივი, მაგრამ ვიმეორებ, არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა იმიტომ, რომ მე პირადად ზუსტად ვიცოდი, ვიყავი არა სასამართლო სხდომაზე, არამედ მონაწილეობის მიღება მიწევდა სამწუხაროდ, სპექტაკლში, სადაც სამწუხაროდ, როლები იყო განაწილებული. ამ სპექტაკლში მონაწილეობდნენ „ომონის“ წარმომადგენლები, მოსამართლის მანტიაში ჩაცმული პირი ასრულებდა ვითომ მოსამართლის როლს და ჩვენც გვიწევდა ნიკა გვარამიას ინტერესების დაცვა, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა არც მტკიცებულებებს, არც არგუმენტაციას - გამოცხადდებოდა ის გადაწყვეტილება, რა დავალებაც იყო გაცემული“, -განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, ნიკა გვარამიას 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ნიკა გვარამია, პარტია “დროას” ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დააკავეს. გვარამია ოფისში შესვლას და ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა, რისი უფლებაც მას პოლიციამ არ მისცა. ადგილზე მყოფ სამართალდამცველებსა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კოალიციის ლიდერი დააკავეს.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა