ადვოკატი - თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, ეს იყო ალი ბაბაევი, ვინაიდან კადრებში კარგად ჩანს, როგორ იღებს ის რკინის ჯოხს და ცდილობდა, მიმავალი ალეკო ელისაშვილისთვის თავში ჩაერტყა

თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, ეს იყო ალი ბაბაევი, ვინაიდან კადრებში კარგად ჩანს, როგორ იღებს ის რკინის ჯოხს და ცდილობდა, მიმავალი ალეკო ელისაშვილისთვის თავში ჩაერტყა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ალეკო ელისაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია. კერძოდ, ადვოკატი განმარტავს, რომ ალი ბაბაევმა თავდაპირველად ელისაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, როდესაც ელისაშვილი სიტუაციას გაერიდა, ბაბევი მას რკინის ჯოხით გაეკიდა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ ალი ბაბაევმა ალეკო ელისაშვილს მამუკა მდინარაძეზე ხელის დარტყმა ვერ აპატია.

„არათუ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული, არამედ საერთოდ უნდა იყოს გათავისუფლებული, ვინაიდან ალეკო ელისაშვილს არ ჩაუდენია დანაშაული. თუ კარგად ნახავთ იმ მტკიცებულებებს, რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა, ეს არის მოწმეთა ჩვენებები და ვიდეოჩანაწერები, დამწყები იურისტიც, პირველი კურსის სტუდენტიც კი მიხვდება, რომ თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა ეს იყო მეორე მხარე ალი ბაბევი, ვინაიდან კადრებში კარგად ჩანს, როგორ იღებს რკინის ჯოხს ალი ბაბევი და ცდილობს მიმავალ ალეკო ელისაშვილს, რომელიც გაერიდა ამ კონფლიქტს, თავში ჩაარტყას და მიაყენოს მძიმე ფიზიკური დაზიანება. იმის ნაცვლად, რომ დაეკავებინათ ალი ბაბევი, ის გამოიყენეს როგორც ვითომდა, დაზარალებული და ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ აღძრეს საქმე 156-ე მუხლთ, რომელიც არის გაცილებით მძიმე. მსგავს „ქეისებში“ არის 126-ე მუხლი, რომელიც არის უბრალოდ ცემის ფაქტი. აქ არის უფრო პოლიტიკური ნიშნით... ბაბაევი იყო პროვოკატორი. მას აპრილის თვეშიც ჰქონდა გაკეთებული კომენტარები და ვერ პატიობდა ალეკო ელისაშვილის მხრიდან ხელის დარტყმას მდინარაძის მიმართ. ის გამოხატავდა ამას კომენტარებში, ემუქრებოდა მას და როდესაც შეხვდა მას პირადად, განახორციელა აღნიშნული ქმედება,“ - განაცხადა რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სამართალდამცავებმა „ქორთიარდ მარიოტთან“ 4 დეკემბერს იმ დროს დააკავეს, როცა 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დასრულდა. თავდაპირველად, ის დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, შემდგომ კი, მისი გადაყვანა კლინიკა „ვივამედში“ გახდა საჭირო.

ინფორმაციისთვის, 3 დეკემბერს, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა, რომ მას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე