გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი - ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი ვერდიქტი პოლიტიკურად მოტივირებულია

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი ვერდიქტი პოლიტიკურად მოტივირებულია, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) დეპუტატი, თომას ჰაკერი სოციალურ ქსელში წერს.

„ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი ვერდიქტი პოლიტიკურად მოტივირებულია და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მართლმსაჯულების ნაწილია, რომელიც მიზნად ოპოზიციის განადგურებას ისახავს“, - წერს ჰაკერი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, ნიკა გვარამიას 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა