მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ყველანაირი ძალადობა, საერთოდ ძალადობა - მოტივირებული, არამოტივირებული, ყველანაირი ძალადობა მიუღებელია! ამაში მგონი ყველანი ვთანხმდებით?!

ყველანაირი ძალადობა, საერთოდ ძალადობა - მოტივირებული, არამოტივირებული, ყველანაირი ძალადობა მიუღებელია! ამაში მგონი ყველანი ვთანხმდებით?! - ასე მიმართა მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გოგი მარგველაშვილმა კინოსა და თეატრის მსახიობებს მარჯანიშვილის თეატრის მთავარ დარბაზში.

მისივე თქმით, ყველა ეპიზოდი, როდესაც ადამიანს მიაყენეს მძიმე ან არამძიმე სხეულის დაზიანება, უნდა იყოს შეფასებული და ვინც ეს ჩაიდინა, მან პასუხი უნდა აგოს.

„დიდი მადლობა, რომ აქ მოხვედით. მე ოდნავადაც არ მეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ აქ, შეხვედრაზე აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა იქნებოდა.

ყველანაირი ძალადობა, საერთოდ ძალადობა - მოტივირებული, არამოტივირებული. ყველანაირი ძალადობა მიუღებელია! ამაში მგონი ყველანი ვთანხმდებით?!

რაც შეეხება დაკავებულებს, რამდენიმე დღის წინ უფრო მეტი იყო სამსახიობო სფეროდან დაკავებული და უმეტესობა გათავისუფლებულია, როგორც ჩემთვის ცნობილია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა სხვა შემთხვევაშიც, როგორც ისინი აღარ არიან იქ, სადაც იმყოფებდნენ, ასეთივე გზას დანარჩენებიც გაივლიან. ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ!

რაც შეეხება ინსტიტუციის სახელით განცხადების გაკეთებას, ინსტიტუციის სახელით განცხადების გაკეთება შეიძლება მხოლოდ ინსტიტუციასთან შეთანხმებით.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე მთელი დღეები ველოდებოდი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ისევე როგორც თქვენ ყველანი. იმიტომ, რომ მასზე მაღალი ინსტანცია ამ ქვეყანაში არ არსებობს. ყველა ელოდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან შემდეგ არჩევნები უნდა დაინიშნოს, თუ არ უნდა დაინიშნოს, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, ბევრად დამოკიდებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ამისთვის შეტანილი იყო [სარჩელი]. ანუ მას უნდა დაედო გადაწყვეტილება, არსებული დღეს კანონიერია თუ უკანონო. შესაბამისად, შედეგიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება როგორიც არის თქვენ იცით.

აქ ყველა ხართ, ვისაც გაქვთ კრიტიკული აზროვნების უნარი. თუ მოცემულობა არის ისეთი, როგორიც არის და თუ ხელისუფლება არის არაკონსტიტუციური, მისი დანიშნული არჩევნები რატომ იქნება კონსტიტუციური?

ყველა მსგავსი ეპიზოდი აუცილებლად უნდა იყოს პასუხგაცემული, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. ყველა ეპიზოდი, როდესაც ადამიანს მიეყენა მძიმე ან არამძიმე სხეულის დაზიანება, ეს უნდა იყოს შეფასებული და ვინც ეს ჩაიდინა მან უნდა აგოს პასუხი”, - განაცხადა გოგი მარგველაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე