ესტონეთის პრეზიდენტი - ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში ქართველ ხალხს მხარს ვუჭერთ

ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში ქართველ ხალხს მხარს ვუჭერთ, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა ქალაქ კლაიპედაში, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებთან, გიტანას ნაუსედასთან და ედგარს რინკევიჩსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ესტონეთი საქართველოს ევროპული კურსის მიმართ თავის ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ გამოხატა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, მათი ხმის გაგონება და მშვიდობიანი პროტესტის უფლების პატივისცემა უნდა მოხდეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. ჩვენ ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში ქართველ ხალხს მხარს ვუჭერთ“, - განაცხადა ალარ კარისმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს