ნინო ლომჯარია - უკვე რამდენიმე დღეა მეტროსადგურში ხდება მოქალაქეების უკანონო ჩხრეკა - არ შეიძლება, ნებისმიერს მიადგე და მოსთხოვო, ჩანთა გახსნას, უნდა შედგეს შემოწმების ოქმი, რაც არ ხდება

არ შეიძლება, რომ ნებისმიერს მიადგე და მოსთხოვო, რომ ჩანთა გახსნას - ზედაპირულ დათვალიერებასაც სჭირდება საფუძველი , - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელიც მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მივიდა, სადაც პოლიცია მეტროსადგურიდან ამოსულ მოქალაქეებს ამოწმებს.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, პოლიციელების მიერ არ ხდება ოქმის შედგენა, რაც პოლიციის შესახებ კანონის დარღვევაა.

„უკვე რამდენიმე დღეა, აქ ხდება მოქალაქეების უკანონო ჩხრეკა. უნდა ვთქვა, რომ ჩხრეკის გარდა ზედაპირულ დათვალიერებასაც სჭირდება საფუძველი. პოლიციელმა უნდა დაასაბუთოს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადამიანს შესაძლებელია ჰქონდეს რაიმე დანაშაულებრივი ნივთები. არ შეიძლება, რომ ასე ნებისმიერს მიადგე და მოსთხოვო, რომ ჩანთა გახსნას. გარდა ამისა ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში უნდა შედეგს შემოწმების ოქმი, რაც ვიცი, რომ არ ხდება და ესეც არის პოლიციის შესახებ კანონის დარღვევა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ პოლიცია მოქალაქეებს ამოწმებს, რასაც პროტესტი და ხმაური მოჰყვა.

კერძოდ, პოლიციელები მეტროსადგურში მოქალაქეებს აჩერებენ, უმოწმებენ ჩანთებს და სთხოვენ პირადობის მოწმობის წარდგენას. სამართალდამცველების აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა მოქალაქეების მხრიდან პროტესტი. მოქალაქეები შესაბამისი ჩხრეკის ოქმის გარეშე დათვალიერებას ეწინააღმდეგებიან.

თავად სამართალდამცველები მედიასთან განმარტავენ, რომ გატარებული ღონისძიება არა ჩხრეკა, არამედ "ზედაპირული შემოწმებაა".

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი