მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ კვლავ ხმაურია, პოლიციამ ერთი პირი დააკავა

სამართალდამცავებმა მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ერთი პირი დააკავეს. დაკავებას მოქალაქეები ყიჟინით და შეძახილებით შეხვდენენ. ადგილზე ხმაურია.

როგორც სამართალდამცველმა განმარტა, მოქალაქის დაკავების მიზეზი მოქალაქის მხრიდან "პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა" გახდა.

შეგახსენებთ, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ პოლიცია მოქალაქეებს ამოწმებს. კერძოდ, პოლიციელები მეტროსადგურში მოქალაქეებს აჩერებენ, უმოწმებენ ჩანთებს და სთხოვენ პირადობის მოწმობის წარდგენას. სამართალდამცველების სწორედ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა მოქალაქეების მხრიდან პროტესტი. მოქალაქეები შესაბამისი ჩხრეკის ოქმის გარეშე დათვალიერებას ეწინააღმდეგებიან. თავად სამართალდამცველები მედიასთან განმარტავენ, რომ გატარებული ღონისძიება არა ჩხრეკა, არამედ "ზედაპირული შემოწმებაა".

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა