თბილისის საბიბლიოთეკო მომსახურების და რესურსების სამსახურის უფროსი მერაბ გეჯუა განცხადებას ავრცელებს

საბიბლიოთეკო მომსახურების და რესურსების სამსახურის უფროსი მერაბ გეჯუა განცხადებას ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფილიალების მუშაობის შეჩერების შესახებ გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სიმართლეს და ყველა ფილიალი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში.

„რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების განცხადება, სადაც პოლიტიკური შინაარსის გზავნილების გარდა, საუბარი იყო იმაზე, რომ ფილიალებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება დროებით უქმდება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ღონისძიებების გაუქმების შესახებ განცხადება არ ყოფილა შეთანხმებული თანამშრომლებთან და სამწუხაროდ, ჩვენთვის ცნობილი გახდა მისი გამოქვეყნების შემდეგ. ერთადერთი კითხვა, რაც განცხადების გავრცელებამდე დაისვა, იყო შემდეგი: ვეთანხმებოდით თუ არა ქვეყნის ევროპულ კურსს და ვგმობდით თუ არა ძალადობას? ვფიქრობთ, აღნიშნულ საკითხზე, როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების დამოკიდებულება არის საერთო. ჩვენ ყველას გვინდა საქართველოს ევროპული მომავალი, ისევე როგორც წარმოუდგენელია, გამართლება ჰქონდეს რაიმე სახის ძალადობას. რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფილიალების მუშაობის შეჩერება არ შეესაბამება სიმართლეს და ყველა ფილიალი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში.

მიგვაჩნია, რომ ჩვენს უწყებას უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გააჩნია თბილისის მოსახლეობის წინაშე, რასაც უნდა ვემსახუროთ ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესების გარეშე. შესაბამისად, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში და წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება გაწერილი განრიგის მიხედვით”, - წერია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება