ნიკა გვარამია - დაკავებებით, ჩხრეკებით, შევარდნებით და მსგავსი "საინფორმაციო გადაფარვის" მცდელობებს არ უნდა შევასრულებინოთ ივანიშვილის სასურველი ფუნქცია, ფოკუსი გადავიდეს მთავარიდან - ახალი არჩევნები

მიუხედავად ყველაფრისა, დაკავებებით, ჩხრეკებით, შევარდნებით და მსგავსი "საინფორმაციო გადაფარვის" მცდელობებს არ უნდა შევასრულებინოთ ივანიშვილის სასურველი ფუნქცია, ფოკუსი გადავიდეს მთავარიდან - ახალი არჩევნები, საერთაშორისო ადმინისტრაციით,-ამის შესახებ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან განცხადებას “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

ის დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ მათი პარტიის წევრი, საბა სხვიტარიძე არათუ უკანონოდ დააკავეს, არამედ იზოლატორში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

„სოლიდარობა ყველა დაკავებულს! ყველას უკლებლივ, როგორც ერთი, იმსახურებს სრულ მხარდაჭერას. და რაც უფრო ნაკლებად ცნობილია საზოგადოებისთვის - მით მეტად! ეს სამშობლო ჩვენია და ერთიანი ვართ მისთვის ბრძოლაში!. ცალკე მინდა ვთქვა ჩვენი პარტიის წევრზე, საბა სხვიტარიძეზე: საბა არათუ უკანონოდ დააკავეს, არამედ იგი იზოლატორში გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი!საბას ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს, მისი მწამებლები კი აუცილებლად წარდგებიან სამართლიანი სასამართლოს წინაშე! მიუხედავად ყველაფრისა, დაკავებებით, ჩხრეკებით, შევარდნებით და მსგავსი "საინფორმაციო გადაფარვის" მცდელობებს არ უნდა შევასრულებინოთ ივანიშვილის სასურველი ფუნქცია, ფოკუსი გადავიდეს მთავარიდან - ახალი არჩევნები, საერთაშორისო ადმინისტრაციით! არა დაღლას! არა იმედგაცრუებას! არა დუმილს! სამშობლოს გვართმევენ და ამ ფონზე ყველაფერი და ყველა მეორეხარისხოვანია! ნიკა მარნეულის იზოლატორიდან“,-წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა