„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” - ვგმობთ მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ დაშლას

ვგმობთ მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ დაშლას, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში მოწოდებაა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, შეწყვიტოს საქართველოს „მოქალაქეების დევნა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეპრესიული მიზნებით გამოყენება“.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობასა და მათ წამებას ძალადობრივი რეპრესიების ხასიათი აქვს, რაც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

ბიძინა ივანიშვილის პოლიციის წარმომადგენლები, როგორც ძალადობრივი ჯგუფები, ფიზიკურად უსწორდებოდნენ არა მხოლოდ უშუალოდ აქციის ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს, არამედ მიმდებარე ქუჩებზე მყოფ ადამიანებსაც. ისინი იტაცებდნენ ადამიანებს და ადგილზე ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ.

მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს საქართველოს მოქალაქეების დევნა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეპრესიული მიზნებით გამოყენება.

აღნიშნულ ქმედებებს, დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობასა და მათ წამებას აქვს ძალადობრივი რეპრესიების ხასიათი. ყოველივე თავისი მასშტაბით წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. მსგავს ქმედებებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გმობს მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოება“, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს