ცოტნე კობერიძე - მირტყეს, ჩემთან ფოტო გადაიღეს, „ქვეყანას როდის უნდა უშველოო?" - დამცინოდნენ, გამიყვანეს ჭიჭინაძის ქუჩაზე, შუაში დამაყენეს და მცემეს, იყო გინება და შეურაცხყოფა

კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი, ცოტნე კობერიძე, რომელიც პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე დააკავეს, თავისუფალია.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა სცემეს. მისი თქმით, გაათავისუფლეს, რადგან ჯერ კიდევ არ გაუუქმებია პარლამენტს მისი მანდატი.

„დაკავების შემდეგ რომ გამჩხრიკეს, მირტყეს. შემდეგ რაღაც ფოტო გადაიღეს ჩემთან და „გგულშემატკივრობთ, აბა, ქვეყანას როდის უნდა უშველოო?“ - დამცინოდნენ. მერე გამიყვანეს ჭიჭინაძის ქუჩაზე, შუაში დამაყენეს და იქ მცემეს, დაახლოებით 1 წუთი მირტყამდნენ. შემდეგ პოლიციაში კარგად მომექცნენ.

ტელეფონი წამართვეს და კოდს მთხოვდნენ, რომ არ ვუთხარი მირტყეს ფერდებში. შემდეგ კედელზე მიმაყუდეს და გაჩხრიკეს. იყო გინება და შეურაცხყოფა. რომ გაარკვიეს, რომ სანამ პარლამენტი დამითხოვს, ხელშეუხებლობა მაქვს და დაკავებული დიდხანს ვერ ვეყოლებოდი, რაღაცები გამაფორმებინეს“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

ცნობისთვის, კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ცოტნე კობერიძე ჭიჭინაძის ქუჩაზე, აქციის დაშლისას დააკავეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ