სალომე ზურაბიშვილი - გუშინ დაისვენეს, დღეს გაიღიმა კობახიძემ და საღამოს ტერორი მოაწყვეს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აქვყნებს.

„გუშინ დაისვენეს, დღეს გაიღიმა კობახიძემ და საღამოს ტერორი მოაწყვეს!!!, - წერს პრეზიდენტი „ფეისბუქზე“.

ინფორმაციისთვის, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაახლოებით 00:35 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ცოტნე კობერიძე, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ბექა ყორშია. ჯერჯერობით დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს