საქართველოში მოქმედი ადვოკატები პეტიციას ავრცელებენ და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და სისტემურ ძალადობას აპროტესტებენ

საქართველოში მოქმედი ადვოკატები პეტიციას ავრცელებენ და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და ქვეყანაში მიმდინარე სისტემურ ძალადობას აპროტესტებენ.

როგორც გავრცელებულ პეტიციაშია აღნიშნული, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

„ჩვენ, საქართველოში მოქმედი ადვოკატები, ვგმობთ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და სისტემურ ძალადობას. ვართ ჩვენი პროფესიული ფიცისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულნი, რომლის მიხედვითაც - „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის პროცესი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და საქართველოს მოქალაქეების ნებას. ამ გადაწყვეტილებას, საქართველოს მოსახლეობის სამართლიანი და ლეგიტიმური პროტესტი მოჰყვა. ბოლო დღეების განმავლობაში მშვიდობიან დემონსტრანტებს არ მიეცათ მათი კონსტიტუციური უფლებების რეალიზების შესაძლებლობა. მომსწრენი გავხდით არაერთი სასტიკი დარბევის, ადამიანთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების, მუქარის, ტერორის, ღირსებისა და პატივის შელახვის, გამოხატვის და მანიფესტაციის უფლების ხელყოფის და სხვა კონსტიტუციური უფლებების დარღვევის.

მოვითხოვთ კონსტიტუციის ფარგლებიდან გასული "ქართული ოცნებისგან", შეწყვიტოს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელის შეშლა და დემონსტრანტების მიმართ ძალადობა.

საქართველოს ადგილი ევროკავშირშია! რუსეთი ოკუპანტია!“- წერია გავრცელებულ პეტიციაში.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება