ანზორ კვარაცხელიას, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ანზორ კვარაცხელიას, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა მიიღო.

მოსამართლის განმარტებით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორ როინ ხინთიბიძის განმარტებით, ბრალდებულმა სამართალდამცავების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.

პროკურორის თქმით, საქმეში წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერიც, თუ როგორ ისვრის ის „მოლოტოვის კოქტეილს“ და როგორ ეცემა ის პოლიციელების წინ.

ბრალდების მხარე დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს, რის გამოც სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოეყენებინა.

დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატების განმარტებით, ანზორ კვარაცხელიას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და არც ამის შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

ადვოკატებმა კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების სახით დატოვების შუამდგომლობა დააყენეს, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზეს.

ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!