ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბერში სამართალდარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, სამართალდარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, სამართალდარღვევებიდან 53 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 91 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 30 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 5 - სამცხე-ჯავახეთის, 1 - მცხეთა-მთიანეთის, 10 - იმერეთის სატყეო სამსახურის, 3 - ქვემო ქართლის და 4 შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 622 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1197 კუბური მეტრი შეადგინა.

რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ, ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 1 ფაქტი.

ეროვნული სატყეო სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულება ტყის აღდგენის ღონისძიებებია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 4000 ჰა ფართობზეა განხორციელებული, ხოლო გეგმის მიხედვით, 2030 წლამდე აღდგენის სამუშაოები სულ მცირე 20 000 ჰა ფართობზე განხორციელდება. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების ჩართულობა სააგენტოს მიერ დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიებში. სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგებიც, რაც, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებასთან ერთად, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენის საშუალებას იძლევა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს