ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში სინოდის სხდომა გაიმართა

თბილისის შერიგების ეკლესიაში, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის VII სინოდის მე-4 სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიების მაღალი რანგის სასულიერო პირები, დიპკორპუსის, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სააგენტო ავრცელებს.

ევანგელურ-ლ;უთერული ეკლესიის ეპისკოპოსის, როლფ ბარაისის მიწვევით, სინოდის სხდომის პირველ ნაწილს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მოხარული ვართ, რომ ათი წლის მანძილზე ევანგელურ-ლუთერული ეკლესია აქტიურად თანამშრომლობს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულ ინტერრელიგიურ სათათბიროსთან და სხვადასხვა ფორმატში მხარს უჭერს რელიგიის სააგენტოს მიერ დამკვიდრებულ ინტერრელიგიურ დიალოგს მშვიდობისათვის“, - განაცხადა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

მან მადლობა გადაუხადა ეპისკოპოს როლფ ბარაისს კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის და წარმატებები უსურვა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სინოდს.

სინოდის სხდომის პირველ ნაწილს დაესწრნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსის სპეციალისტი სერგო ფარულავა და ანალიტიკოსი გიორგი პატაშური.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ