პაატა მანჯგალაძე - სულ ტყუილად გვარბევთ, ხომ ხედავთ ჩვენი მოტივაცია და სამშობლოს სიყვარული შიშზე ძლიერია! - ხელისუფლება მძიმედ დაამთავრებს

სულ ტყუილად გვარბევთ, ხომ ხედავთ ჩვენი მოტივაცია და სამშობლოს სიყვარული შიშზე ძლიერია! დღეს ყველანი ისევ რუსთაველზე, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ის გამოეხმაურა სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლას და აღნიშნა, რომ ხელისუფლება „მძიმედ დაამთავრებს“.

“ეს რუსული სისასტიკით აქციების დარბევა უკან დაგიბრუნდებათ კიდევ უფრო მეტი გაბრაზებული ხალხის სახით. რობოკოპი, მხუთავი აირი და წყლის ჭავლი ვერ დაგიცავთ, როგორც ამბობენ, ხიშტებზე დიდხანს ვერცერთი ხელისუფლება ვერ ძლებს, მძიმედ დაამთავრებთ.

დამრბევებმა კი უნდა იცოდნენ, ნიღბები ვერ დაგიცავთ, გაემიჯნეთ ძალადობას დადექით ხალხთან! რადგან თქვენ უკვე დამარცხდით. სულ ტყუილად გვარბევთ, ხომ ხედავთ ჩვენი მოტივაცია და სამშობლოს სიყვარული შიშზე ძლიერია! დღეს ყველანი ისევ რუსთაველზე. საქართველო ვართ ჩვენ! არ ვიღლებით! არ გვეშინია! არ ვნებდებით!“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!