სერგო ჩიხლაძე - უნდა გვახსოვდეს, თუ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი შენარჩუნდა, დავკარგავთ არამარტო უვიზო მიმოსვლას, არამედ ყველა იმ სიკეთეს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიმდინარე 30 წლის განმავლობაში მოიპოვა

უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი შენარჩუნდა ამ ქვეყანაში, მთლიანად ქვეყანა, მოქალაქეები დავკარგავთ არამარტო უვიზო მიმოსვლას, არამედ ყველა იმ სიკეთეებს, ყველა გამარტივებულ პროცედურას, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიმდინარე 30 წლის განმავლობაში მოიპოვა,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, სავიზო შეზღუდვები, ბიძინა ივანიშვილის და სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნებს დაუწესდება, როგორც ეს ბალტიისპირეთის სამმა ქვეყანამ გააკეთა.

„ამ ეტაპზე რა ტენდენციაც იკვეთება არის ის, რომ სავიზო შეზღუდვები, გადაადგილების შეზღუდვები დაუწესდება ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის მაღალჩინოსნებს, რაც ბალტიისპირეთის სამმა ქვეყანამ გააკეთა. ჩვენ ვნახავთ, უკვე ამას სხვა ქვეყნებისგან. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი შენარჩუნდა ამ ქვეყანაში, მთლიანად ქვეყანა, მოქალაქეები დავკარგავთ არამარტო უვიზო მიმოსვლას, არამედ ყველა იმ სიკეთეებს, ყველა გამარტივებულ პროცედურას, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიმდინარე 30 წლის განმავლობაში მოიპოვა. ამიტომ მთავარი ამოცანაა, უახლოეს კვირებსა და თვეებში ივანიშვილის რეჟიმის დასრულება, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და პირიქით, ჩვენ საზოგადოებამ, სახელმწიფომ უნდა ჩავჭრათ ყველანაირი კავშირი ტოტალიტარიზმთან, ივანიშვილის რეჟიმთან და რუსეთთან და ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში უნდა გავაგრძელოთ“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს