მამუკა ხაზარაძე - არის ამის საჭიროება თუ არა, გადასული არიან გამხეცებულ დასჯის მეთოდებზე, ამიტომ პროტესტი გაგრძელდება, უფრო დიდი და მასშტაბური იქნება, სანამ კონკრეტულ შედეგს არ მივიღებთ

არის ამის საჭიროება თუ არა, გადასული არიან გამხეცებულ დასჯის მეთოდებზე, ამიტომ პროტესტი გაგრძელდება, უფრო დიდი და მასშტაბური იქნება, სანამ არ მივიღებთ კონკრეტულ შედეგს - ახალი არჩევნები, ქვეყნის დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე და რაც ყველაზე მთავარია, უნდა გათავისუფლდნენ პატიმრები,- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს თსუ-ის ეზოში განუცხადა, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი სრულ აგონიაში არიან.

“დღევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი აქციები არის მიმართული იმისკენ, რომ ეს ქვეყანა არ გავატანოთ ბიძინა ივანიშვილს და მის კრიმინალურ ბანდას, ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რუსეთში. ეს არის სახელმწიფო გადატრიალება, კონსტიტუციური გადატრიალება, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს საქართველოში და უკვე კრიტიკულ ზღვარს მიაღწია გაყალბებული და მიტაცებული არჩევნების შემდეგ. ყველა ამის მომსწრე ვართ, თუმცა ისინი და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სრულ აგონიაშია და კრიმინალები ჰყავს ქუჩაში გამოყვანილი, არ ელოდა, ქართველი ხალხის და განსაკუთრებით, ახალგაზრდების ასეთ წინააღმდეგობას. ჩვენ გვყავს ახალგაზრდები, რომლებიც დაიბადნენ თავისუფალ საქართველოში და მათ უნდათ მომავალი იმ განვითარებულ ქვეყნებთან ერთად, სადაც მათი უფლებები დაცული იქნება, სადაც სასამართლოა ნორმალური, ძალადობა არაა და არ არის ის დარბევა, რასაც ყოველდღიურად ვუყურებთ. არის ამის საჭიროება, თუ არა - გადასული არიან გამხეცებულ დასჯის მეთოდებზე. ამიტომ პროტესტი გაგრძელდება, უფრო დიდი და მასშტაბური იქნება, სანამ არ მივიღებთ კონკრეტულ შედეგს - ახალი არჩევნები, ქვეყნის დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე. რაც ყველაზე მთავარია, უნდა გათავისუფლდნენ პატიმრები, ახალგაზრდები, რომლებიც პროვოკაციით და სხვადასხვა მეთოდით იქენ ჩასმული საპყრობილეში”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

ისინი პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ ახალი არჩევნების დანიშვნა და პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ