თსსუ-ს სტუდენტები - არ ვეთანხმებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ 6 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებას

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ 6 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებას არ ეთანხმებიან.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადება „არ ასახავს სტუდენტური საზოგადოების რეალურ პოზიციას და არ ითვალისწინებს ჩვენ მიერ გამოხატულ პროტესტს“.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პეტიციაზე ხელმომწერი სტუდენტები ვაცხადებთ, რომ არ ვეთანხმებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ 2024 წლის 6 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებას (https://tsmu.edu/ts/news/Tbilisis_saxelmwifo_samedicino_universitetis_akademiuri_sabWos_gancxadeba/6434)

ჩვენი პოზიცია საფუძვლიანად განისაზღვრება შემდეგი პუნქტებით:

1. ჩვენ არ ვეთანხმებით არალეგიტიმური მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა, რომელიც განსაზღვრავს ევროინტეგრაციისაკენ სწრაფვას, ქვეყნის სუვერენიტეტისა და პროგრესის საწინააღმდეგო ქმედებაა.

2.ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ ქვეყანაში მიმდინარე სასტიკ ძალადობრივ ქმედებებს, რომლებიც მშვიდობიანი დემონასტრანტების მიმართ ხორციელდება. ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება დემოკრატიულ და ჰუმანურ პრინციპებს, რომლებიც საქართველოს განვითარების საფუძველია.

3.თანადგომას ვუცხადებთ აქციაზე დაზარალებულებს, მათ შორის ექიმებს, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს.

4. ჩვენ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვემიჯნებით ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რადგან ის არ ასახავს სტუდენტური საზოგადოების რეალურ პოზიციას და არ ითვალისწინებს ჩვენ მიერ გამოხატულ პროტესტს.

მოცემული ხელმოწერით ადასტურებთ, რომ ხართ, თსსუ-ს სტუდენტი და თანახმა ხართ, თქვენი სახელი და გვარი საჭიროების შემთხვევაში იქნას გამოყენებული”, - ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში, რომელსაც 13:00 საათის მონაცემებით, ხელს 500 სტუდენტი აწერს. სია განახლებადია.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!