იუმორისტი ონისე ცხადაძე მოსამართლეს - არანაირ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არ მიმიღია, მტკიცებულებებზე ხელი არ მიმიწვდება, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, ყველაფერს ვფიცავ, არავის არაფერში ხელს არ შევუშლი - გთხოვთ, გირაო შემიფარდოთ

ყველაფერს ვფიცავ, არავის არაფერში ხელს არ შევუშლი, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან მოსამართლეს გირაოს გამოყენება სთხოვა.

„არანაირ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. შემიძლია ვინც გინდათ დავიფიცო, ამ შემთხვევაში ჩემს ძმას დავიფიცებ. ყოველთვის მხოლოდ ჩემს ქმედებებზე ვარ პასუხისმგებელი და არავინაა ჩემი ზემოქმედების ქვეშ. რაც შეეხება მტკიცებულებების განადგურებას, არანაირ მტკიცებულებაზე ხელი არ მიმიწვდება, პირობას ვდებ, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, მიმალვას არ ვაპირებ, არსად წასასვლელი არ მაქვს, რომ მქონდეს აქამდე წავიდოდი, საქართველოში ცხოვრებას ვაპირებ. ყველაფერს ვფიცავ, არავის არაფერში ხელს არ შევუშლი. გთხოვთ, გირაო შემიფარდოთ და ყველასთან მიმართებაში იგივენაირად მოიქცეთ“, - განაცხადა ცხადაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!