ახალი არჩევნებისა და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ბათუმსა და ზუგდიდშიც მიმდინარეობს

ახალი არჩევნებისა და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ბათუმსა და ზუგდიდშიც მიმდინარეობს.

პროტესტის მონაწილეები ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, პოლიციის მთავარი სამმართველოს მიმართულებით მსვლელობას მართავენ. მომიტინგეები სკანდირებენ - „ძირს რუსული რეჟიმი“.

რაც შეეხება ზუგდიდს, აქ აქცია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან იმართება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება, სანამ შედეგს არ მიაღწევენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით, თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები უკვე მეათე დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები კვლავ „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში