გიორგი ვაშაძე - „ტიტუშკების“ ამოქმედება სუფთა რუსული სცენარია - ეს არის რეჟიმის ბოლო ფაზა, ბოლო გაბრძოლება

„ტიტუშკების“ ამოქმედება სუფთა რუსული სცენარია. ეს არის რეჟიმის ბოლო ფაზა, ბოლო გაბრძოლება, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ნიღბიანი პირების მიერ ჟურნალისტების ცემასა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში შევარდნას ეხმაურება.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტებზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ „დღეს ბიძინა ივანიშვილმა სცემა ჟურნალისტები“.

„რეჟიმი „ტიტუშკების" გამოყენებას იწყებს მაშინ, როდესაც პრობლემა აქვს პოლიციაში, სპეცრაზმში და უნდა, რომ სხვა ჯგუფები ჩართოს იმისათვის, რომ როგორმე ფსიქოლოგიურად გადატეხოს და შეაშინოს ვინმე პროტესტში მონაწილე.

ჩვენ ვხედავთ, რომ გუშინდელი დარბევის შემდეგ გაცილებით მეტი ადამიანი მოვიდა დღეს აქციაზე. ჩვენს ერთიანობას და გამძლეობას, ერთად დგომას მოაქვს გამარჯვება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, „ტიტუშკების" ჩართვა ეს არის რეჟიმის ბოლო ფაზა და სუფთა რუსული სცენარი. ამიტომ ვამბობთ, რომ რუსები არიან, ამიტომ ვამბობთ, რომ რუსეთის მითითებებით მოქმედებენ და რუსი ინსტრუქტორები ჰყავს კობახიძეს და ივანიშვილს, რომელიც მათ ამას ეუბნება.

ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია არა კობახიძე, პაპუაშვილი, გომელაური, „ხარება", არამედ ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი. სანამ ამ ადამიანს ამ ქვეყნიდან არ მოვაშორებთ, ამ ქვეყანას გაერთიანება არ უწერია. ბიძინა ივანიშვილი არის სამოქალაქო დაპირისპირების წყარო, რუსული გავლენების წყარო, მთავარი დამაპირისპირებელი ფაქტორი. ყველამ მინდა გავიაზროთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა სცემა ჟურნალისტები. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ ერთიანობით, ერთად დგომით და პროტესტით, რომელიც არ უნდა გაჩერდეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა