მამუკა მდინარაძე - მე ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით ქუჩაში გადაადგილება და აქციებში მონაწილეობა აიკრძალოს, ხომ ხედავთ რამხელა პრობლემა იქმნება?  ქვებს ისვრიან - ვერ ვხვდებით, ვინ არის, ან მიაგნებ ან ვერა - ასეთი საშინელება ხდება

მე პირადად ვიქნები ინიციატორი იმისა, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში და აქციებში მონაწილეებისთვის იყოს აკრძალული. ხომ ხედავთ, რამხელა პრობლემა იქმნება, ქვებს ისვრიან, სპეცრაზმს ესვრიან. ვერ ვხვდებით ვინ არის, ან მიაგნებ ან ვერა, ახლა ვიღაცა ჟურნალისტს თავს დაესხა, ან მიაგნებ ან ვერა, ასეთი საშინელება ხდება. ეს არის ჩემი აზრი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მის ინიციატივას სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა და თვლის, რომ ამ თემას ექნება მხარდაჭერა. მანვე მიმართა ოპონენტებს, რამდენად მისაღებია მათთვის ნიღბით რომ გადაადგილდებიან უცხო პირები.

„მე და ირაკლი კობახიძე ვლაპარაკობდით ამ თემაზე გუშინ და შალვა პაპუაშვილიც ამ აზრზეა, ვიცი, მაგრამ ახლა მოვიდა ეს მომენტი. დარწმუნებული ვარ, რომ მხარს დამიჭერენ ჩემი მეგობრები და კოლეგები, განსაკუთრებით უმრავლესობის წარმომადგენლები, რომ ნიღბით გადაადგილება... ვისაც უნდა ჩამოიცვამს ნიღაბს, ხან პოლიციელს ქვას ესვრის, ხან ჟურნალისტს გალახავს, ხან ოპერატორს თავს დაესხმება და მერე გამომძიებლებმა ირბინონ ქუჩა-ქუჩა, აბა იქნებ თვალებით იცნოს ვიღაცამო. რეალურად, ამას სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა, რაზეც მე პირადად, როგორც ერთი ადამიანი და ერთი დეპუტატი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბუნებრივი ინიციატორიც ვიქნები და თანახმაც ვარ და მე მგონია, რომ ამ საკითხს ექნება გამოხმაურება ჩვენების მხრიდანაც. ვკითხოთ, აბა, ჩვენს ოპონენტებსაც, ნიღბით რომ დარბიან ვიღაც მავნებლები თუ პროვოკატორები, უფრო პროვოკატორები, იქნებიან თუ არა თანახმა? ეს არის ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება იმ მარაზმზე, რაც ვნახე რამდენიმე წუთის წინ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც ცნობილია, "ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი