სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე - საუბარი იყო მოპარულ არჩევნებზე და საგანგაშო რეპრესიებზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას - ქართველებს დონალდ ტრამპის სახით ჰყავს მეგობარი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.

შეხვედრის ამსახველ ვიდეოს და ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.

„სიღრმისეული დისკუსია მქონდა პრეზიდენტ ტრამპსა და მაკრონთან. საუბარი იყო მოპარულ არჩევნებზე და საგანგაშო რეპრესიებზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი ამერიკის შეერთებული შტატების საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით ჰყავს მეგობარი. ღმერთმა დალოცოს ამერიკა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, დღეს საღამოს პარიზში, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი დაესწრო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს