სირიის პრემიერი - მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან, რომელსაც ხალხი აირჩევს

სირიის პრემიერ-მინისტრის, მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალის განცხადებით, მთავრობა მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან, რომელსაც ხალხი აირჩევს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან, რომელსაც ხალხი აირჩევს, შევთავაზოთ ყველა შესაძლო მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამთავრობო ფუნქციების შეუფერხებელი და სისტემატური გადაცემა, სახელმწიფო ობიექტების შენარჩუნებით“, - განაცხადა მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალმა.

მისი თქმით, სირიის დატოვებას არ აპირებს. მან სირიელებს საზოგადოებრივი ობიექტების დაცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ისინი ყველა მოქალაქეს ეკუთვნის.

„მე აქ ვარ, ჩემს სახლში, არ წავსულვარ და მის დატოვებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით ვაპირებ, რათა უზრუნველვყოთ საჯარო დაწესებულებების, სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციონირება და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება. ხელს ვუწვდით სირიის ყველა მოქალაქეს, რომელიც ზრუნავს ამ ერის აქტივების დაცვაზე. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, არ დააზიანოს რაიმე საჯარო საკუთრება, რადგან ის მათ ეკუთვნის“, - აღნიშნა მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალმა.

შეგახსენებთ, სირიელმა მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ დამასკო თავისუფალია. გავრცელებული ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადმა დედაქალაქი თვითმფრინავით დატოვა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ