„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულმა გიორგი ახობაძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო

აქციაზე დაკავებულმა გიორგი ახობაძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ანა ყურაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისი ინფორმაციით, გიორგი ახობაძე ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს, რის გამოც, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა გამოაცხადა.

„დააკავეს გიორგი ახობაძე, რომელსაც ჩაუდეს ნარკოტიკი. გამოაცხადა შიმშილობა. გიორგის ჰყავს ინსულტიანი დედა და სჭირდება მუდმივი ყურადღება“,- წერს ანა ყურაშვილი „ფეისბუქზე“.

არსებული ცნობით, გიორგი ახობაძე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს