„მედია გამოდის ტერორისა და რეპრესიების წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით ბათუმში სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები და ოპერატორები საპროტესტო აქციას მართავენ

„მედია გამოდის ტერორისა და რეპრესიების წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით ბათუმში სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები და ოპერატორები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები, თბილისში აქციის დროს დაშავებულ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ. მათი თქმით, ჟურნალისტებს თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში მუშაობის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. ჟურნალისტები ამბობენ, რომ კოლეგები ყოველ დღე თავდასხმის მსხვერპლი არიან.

„ქართული ოცნებისგან“ ვითხოვთ უმკაცრეს და დაუყოვნებლივ რეაგირებას იმ საზარელ ფაქტებზე, რასაც ეს დღეები ვხედავთ. მედიაზე თავდასხმა, ადამიანების დასახიჩრება უნდა შეწყდეს! უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა ის ჯალათი, ვინც ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს. ყოველ ასეთ შემთხვევებზე, მედია ვიქნებით სოლიდარული და ერთიანი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელმა სულხან მესხიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს