კახა კალაძე - კონკრეტული ადამიანების მხრიდან არ ხდება ძალადობის დაგმობა, პირიქით, ადგილი აქვს მის ხელშეწყობას, წახალისებას, რომანტიზებას - თქვენ, ასეთი ადამიანები, მოძალადეებზე უარესები ხართ

წარმოუდგენელია, ძალადობას ჰქონდეს გამართლება, ვისი მხრიდანაც არ უნდა ხორციელდებოდეს ის, - ამის შესახებ თბილისის მერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ადამიანები, რომლებიც ძალადობას და საზოგადოების ბულინგს ახალისებენ, მოძალადეებზე უარესები არიან.

„მინდა, დავიწყო ძალადობის ამსახველი იმ კადრების შეფასებით, რომელიც გუშინ ყველამ ვიხილეთ. წარმოუდგენელია, ძალადობას ჰქონდეს გამართლება, ვისი მხრიდანაც არ უნდა ხორციელდებოდეს, რომელი პროფესიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის. ძალადობა მიუღებელია. თუმცა, ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ახალისებენ ძალადობას, ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზებას, გახლეჩას, დაპირისპირებას. მთელი ამ ხნის განმავლობაში, თვეების, წლების მანძილზე ვხედავთ ძალადობის კონკრეტულ ფაქტებს; ვხედავთ, რომ კონკრეტული ადამიანების მხრიდან არ ხდება არანაირი დაგმობა, პირიქით, ადგილი აქვს ხელშეწყობას, წახალისებას, რომანტიზებას. თქვენ, ასეთი ადამიანები მოძალადეებზე უარესები ხართ. რომელი ერთი ფაქტი გავიხსენო, როდესაც ხმა არ ამოგიღიათ. ფიზიკური, სიტყვიერი ძალადობები, ბულინგი, ეს ყველაფერი თქვენი ცხოვრების ყოველდღიურებად იქცა, სხვა ადამიანების მისამართით. ვინც არ ეთანხმება თქვენს პოზიციებს, ძალადობთ მასზე.

მაგალითად, ავიღოთ ფეხბურთელები, გამოვიდა ოთარ კაკაბაძე, რომელმაც თქვა, რომ მძიმე საყურებელია, რაც ხდება ქვეყანაში. და რა გააკეთეს? პირდაპირ დაიწყო მისი ბულინგი, დამცირება. ეს კარგს არაფერს მოგვიტანს, ეს ცალმხრივი დაგმობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ძალადობას არა აქვს გამართლება, ისევე როგორც ძალადობის წახალისებას.

„როგორ შეიძლება მოიწონოს ვინმემ, მაგალითად, როდესაც პოლიციელებს ესვრიან ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და შემდეგ ის ადამიანი, რომელიც ისროდა „მოლოტოვის კოქტეილებს“ და უნდოდა პოლიციის ცოცხლად დაწვა, გმირად გამოიყვანო და შეიწყალო. ვის მოეწონება ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ. ამიტომ სამართლიანობა და ობიექტურობა არის მნიშვნელოვანი. ვის აწყობდა პირდაპირ ეთერში ამ კადრების დემონსტრირება, ვის? დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვას გამოძიება გასცემს პასუხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა