ანალენა ბერბოკი - ასადის დასასრული სირიაში მილიონობით ადამიანისთვის დიდი შვებაა

ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის შეფასება, თუ ზუსტად რა ხდება სირიაში ამჟამად. მაგრამ ერთი რამ ცხადია: ასადის დასასრული არის დიდი შვება მილიონობით ადამიანისთვის სირიაში - ასადის რეჟიმის მიერ ჩადენილი მარადიული სისასტიკის შემდეგ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, ასადმა მოკლა, აწამა და გამოიყენა ქიმიური იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

„ახლა მან პასუხი უნდა აგოს. სირიელი ხალხი უკეთეს მომავალს იმსახურებს. მათ წარმოუდგენელი ტანჯვა გადაიტანეს. მთელი თაობა გაიზარდა ომში, გაჭირვებასა და ჰუმანიტარულ კრიზისში“, - აცხადებს ბერბოკი.

მისი თქმით, ახლა ქვეყანა არ უნდა ჩავარდეს სხვა რადიკალების ხელში - რითაც არ უნდა იყოს შენიღბული.

„ამიტომ მოვუწოდებთ კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარეს, იმოქმედონ ყველა სირიელის წინაშე პასუხისმგებლობის გამოჩენის შესაბამისად. ეს მოიცავს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, როგორიცაა ქურთები, ალავიტები ან ქრისტიანები, ყოვლისმომცველ დაცვას და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ქმნის ბალანსს სხვადასხვა ჯგუფებს შორის. თუ მთავარი მოთამაშეები ქვეყნის შიგნით და გარეთ სირიელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ, შეიძლება დაიწყოს რთული გზა მშვიდობისკენ, რომელიც ასე ნანატრი იყო. პასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოებასაც ეკისრება, დაეხმაროს სირიას ომისა და ძალადობის ციკლიდან გამოსვლაში. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ გაერო-სთან, ჩვენს პარტნიორებთან ევროკავშირსა და Quad-ში, ისევე როგორც რეგიონულ მოთამაშეებთან, მათ შორის სირიის მეზობლებთან, როგორიცაა თურქეთი და იორდანია“, - აცხადებს ბერბოკი.

შეგახსენებთ, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადმა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანა დატოვა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე