პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჟურნალისტების სოლიდარობის აქციის მონაწილეები იმყოფებიან, ხმაური იყო

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჟურნალისტების სოლიდარობის აქციის მონაწილეები იმყოფებიან, ხმაური იყო. კერძოდ, ხმაური აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის გამოიწვია პოლიციების მოწოდებამ, რომ აქციის მონაწილეებს ქვეითისთვის სამოძრაო ტერიტორია დაეტოვებინათ, სადაც ნაძვის ხის აწყობა მიმდინარეობს.

სამართალდამცველები მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებდნენ, რომ საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადასულიყვნენ.

მედიის წარმომადგენლები დაემორჩილნენ პოლიციის მოწოდებას და საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს.

ამასთან, ამ დროისთვის, „თბილისერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები, ნაძვის ხის დამონტაჟების პროცესს აგრძელებენ. ჯერჯერობით, სამართალდამცველებს ის ფოტოსურათები, რომლებიც მედიის წარმომადგენლებმა ნაძვის ხის კონსტრუქციაზე განათავსეს, არ ჩამოუხსნიათ.

შეგახსენებთ, რომ მედიის მხარდამჭერი აქციის მონაწილე ოპერატორები და ჟურნალისტები რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ნაძვის ხესთან, რომელსაც ამონტაჟებენ, იმ ადამიანების ფოტოები დატოვეს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე დაშავდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის