სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ორი პირი სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა, ხოლო ერთს 2300 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა.

დაკავებულთა შორის არიან „წიგნების თაროს“ მონაწილეები სანდრო მეტრეველი, ნიკა ბერიძე და ნიკა სვანიძე. ნიკა ბერიძე და ნიკა სვანიძე სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო სანდრო მეტრეველს მოსამართლემ 2300 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

„ტროტუარზე ვიმყოფებოდი, როცა გაფრთხილების გარეშე, 10 კაცამდე ჩქარი ნაბიჯებით ჩვენს წინააღმდეგ დაიძრა. მათი მიზანი იყო ვინმეს დაკავება. არაფერი დამიშავებია. პოლიციელებმა წარმოადგინეს ჩვენებები, რომელიც ერთმანეთთან შეუსაბამო იყო. შესაბამისად, მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან სიტყვიერი გაფრთხილებით გამათავისუფლა“, - განაცხადა ნიკა ბერიძემ.

სანდრო მეტრეველის ადვოკატის ნინო ლომინაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები აღენიშნება.

„ჩვენ საგამოძიებო ორგანოსაც მივაწოდეთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. დაკავებისას მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა. ედავებიან პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას“, - განაცხადა ადვოკატმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს