ალექსანდრე დარახველიძე - თითოეულ ფაქტზე ვრეაგირებთ - ახლა საპატრულო პოლიციას ვერ მოვთხოვთ იმ უნარ-ჩვევებს, რაც შეიძლება მოსთხოვო სპეცრაზმელს

ჩვენ თითოეულ ფაქტზე ვრეაგირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმ ფარგლებში, რაც ჩვენი მანდატის ფარგლები მოქმედებს და განსაზღვრულია კანონით, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტების კითხვას, ახდენს თუ არა უწყება მედიის მიმართ თავდასხმაზე რეაგირებას.

როგორც დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სამწუხაროა, რომ ძალადობას ცალმხრივ გმობენ და მათ შორის, ძალადობის რომანტიზება ხდება.

„ჩვენ თითოეულ ფაქტზე ვრეაგირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმ ფარგლებში, რაც ჩვენი მანდატის ფარგლები მოქმედებს და განსაზღვრულია კანონით. როცა საპატრულო პოლიციის გამოძახება ხდება, ის აფიქსირებს ფაქტს და ახდენს რეაგირებას. ახლა საპატრულო პოლიციას ვერ მოვთხოვთ ჩვენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც შეიძლება მოსთხოვო სპეცრაზმელს და სხვა ისეთ ადამიანს, ვისაც სპეციალური წვრთნა აქვს ამისთვის გავლილი. როდესაც ჯგუფი ძალადობს, ამ შემთხვევაში, ერთი ადამიანი ვერაფერს გააკეთებს. ამიტომ, მან გამოიძახა შესაბამისი დანაყოფები. დაწყებულია გამოძიება და ტარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რაც კანონით არის გათვალისწინებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალადობა არ არის გამოსავალი. ძალადობა არის ძალიან ცუდი და დასაგმობი ყველას მხრიდან. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ძალადობის ცალმხრივ დაგმობას და ვერ ვხედავთ ორმხრივად იმ ადამიანების მიმართ, ვინც არიან პოლიციელები. პირიქით, სამწუხაროდ, ძალადობის რომანტიზება ხდება და შექება იმ საქციელის, რომ თითქოს კარგია, როცა პოლიციელს ინტენსიურ ცეცხლს უშვებ. კარგია, რომ რუსთაველის გამზირზე ფილებს ამტვრევ და თავზე აყრი პოლიციელებს. კარგია, რომ შურდულით ესვრი მცირე ზომის რკინის ნივთებს და აზიანებს ადამიანებს. ზოგს თვალი აქვს დაზიანებული, ზოგს თავი აქვს გატეხილი და ა.შ. ეს ძალიან ცუდია. ამიტომ, ყველამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა. თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეკრება-მანიფესტაციის დროს ჰქონდეთ მათ შეკრება-გამოხატვის უფლება და ვინც დანაშაული ჩაიდინა, კანონის წინაშე პასუხი აგოს“,-განაცხადა დარახველიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!